14:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 21:21:47, 1689 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.

 "პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა",- დაწერა ვერეშჩუკმა.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics