|
2022-05-06 11:26:12, 901 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეული გაიმართება
6 მაისს, 20:00ზე, „არტარეა“-ში, ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე, „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომლის მუსიკალური მასპინძელი Pitter J იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიებაზე დასახელდებიან 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი. „ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს: 7 მაისი, 16:00 საათი - გია ჭანტურიას ქ. N8, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, დევი თარხნიშვილის არქივი „მთების სიმაღლიდან“; 7 მაისი, 17:00 საათი - მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, ვახო ხეთაგურის „მთის მიღმა 2015“; 7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, მიჰაელ ფონ გრაფენრიდის „ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს“; 7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სთივენ შეიმსი, „შავი პანტერების პარტია“; 7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8 თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, Слава Украини ჯგუფური გამოფენა; 7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, ივო დანჩევი - ორ სამყაროს შორის „National Geographic საქართველო“; 8 მაისი, 17:00 საათი - ჭოველიძის ქ. N1, სასტუმრო Rooms - მთავარი ოთახი, ლარა მიჩელი ექსტრასისტოლები, „როცა გული ფრიალებს“; 8 მაისი, 18:30 საათი - კარგარეთელის N6, ხელოვნების სასახლე, ჯონ რ პეპერი „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“; 8 მაისი, 20:00 საათი - რუსთაველის გამზირი N27, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გურამ თიკანაძე „სხვა საბჭოთა ადამიანი“; 9 მაისი, 17:00 საათი - სიონის ქ. N8, ღვინის მუზეუმი/თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, „მართული ჩვენება როგორ იყო/დაინახო ქალი“, Purpur Collective-ის ვიდეო; 9 მაისი, 19:00 საათი - დოდო აბაშიძის ქ. N10. „არტარეა გალერეა“, F37 - დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირი „უყურო რომ გაიგონო“; 9 მაისი, 19:00 საათი - იუნკერების ქ. N1/12, უსახელო გალერეა თბილისი, რენა ეფენდი „ზამთრის მოლოდინში“; 10 მაისი, 17:00 საათი - მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, სანდრო სულაბერიძე „გარე თვალით დამკვირვებელი“; 10 მაისი, 19:00 საათი - ვაჟა-ფშაველას N1/პეკინის ქ. N4, საქართველოს ეროვნული არქივი, „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი ბანკი“. მხარდამჭერი თბილისის მერია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ასევე, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმროები „რუმსი“ და „მოქსი“. ღონისძიების სპონსორია კომპანია „ქენონი“, პარტნიორები: „არდი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტარეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, National Geographic და „პუბლიკა“.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)