16:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 14:24:49, 943 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, 40 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა  დევნილებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბინების განაწილების ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. 

ილია ღუდუშაურის თქმით, გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება. 
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალი საცხოვრებელი  იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics