09:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 18:00:41, 2481 ნახვა

ომი უკრაინაში
ისრაელის მედია - ლავროვის განცხადებების შემდეგ, ისრაელის მთავრობა უკრაინსთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ისრაელის მთავრობამ უკრაინსთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაზრდა გადაწყვიტა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის გაზეთის Haaretz-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების გაზრდა იქნება „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, თუმცა ქვეყანა არ გეგმავს უკრაინას ისეთი იარაღი გადასცეს, რომელიც დაეხმარება შეიარაღებულ ძალებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში. ასევე არ იგეგმება უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, თანამედროვე იარაღისა და თავდასხმის სისტემების გადატანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია. ასე უპასუხა: „ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“.

ამ განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა. მინისტრმა იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ლავროვის ეს სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომა" იყო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics