23:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 15:18:49, 1084 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

 უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" თურქეთის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 144.62 გრამი) გამოვლინდა.

 „არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 23 180.53 ლარი შეადგინა. ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მებაჟე ოფიცრებმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ 2 ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" გამოავლინეს.

საქართველოს მოქალაქეებს ვ.ი.-სა და ე.ქ.-ს, ჯამში 13 880,57 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 122,58 გრამი) საიუველირო ნაკეთობები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 13 880,57 ლარით დაჯარიმდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics