17:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 15:25:32, 1369 ნახვა

საზოგადოება
პაპი ფრანცისკე - ომი უკრაინაში არის კაცობრიობის საშინელი უკუსვლა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შუადღის ქადაგებისას უკრაინის ომს "კაცობრიობის საშინელი უკუსვლა" უწოდა, რის გამოც ის "იტანჯება და ტირის".

პაპმა მარიუპოლის დაბომბვასა და განადგურებას უწოდა ბარბაროსობა და მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას აზოვსტალში მყოფთათვის.

გუშინ, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან 20 ქალი და ბავშვი იქნა ევაკუირებული. სააგენტო RIA Novosti-მ გუშინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ტერიტორია 25 მშვიდობიანი მოქალაქე დატოვა: 19 ზრდასრული და ექვსი ბავშვი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპი უკრაინის ომზე საუბრობს. აპრილის დასაწყისში მალტაში ვიზიტის დროს მან თქვა, რომ "ომის სიბნელე მოვიდა" აღმოსავლეთ ევროპიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიღაც გავლენიანი, სამწუხაროდ, ჩაკეტილი ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიტურ პრეტენზიებში, პროვოცირებს და იწვევს კონფლიქტს, უბრალო ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო ან საერთოდ არ იქნება“, - თქვა მაშინ პაპმა ფრანცისკემ.

არც მაშინ და არც დღეს ფრანცისკემ პირდაპირ არ დაასახელა რუსეთი და ვლადიმერ პუტინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics