17:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 15:28:23, 1163 ნახვა

საზოგადოება
ვეტერინარიის მსოფლიო დღე

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ისტორია 1907 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში შეიქმნა ვეტერინარიის ლაბორატორია, რომელიც პირველი საწარმო-სამეცნიერო დაწესებულება გახდა მთელ კავკასიაში.

ლაბორატორიამ გაიარა განვითარების ეტაპები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და ერადიკაციის (აღმოფხვრის) პროცესში. 1990 წლიდან დღემდე, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელშია  შესაძლებელი ცოფის დაავადების კვლევა. 2006 წლიდან იწყება ლაბორატორიის განვითარების ახალი ეტაპი - ლაბორატორია იღებს საერთაშორისო აკრედიტაციას და ნერგავს საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემას.

დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა. აღნიშნული მიმართულებით ლაბორატორიას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკაში.

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები ტარდება 100-მდე სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების მქონე ლაბორატორიებში ესენია: ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის, ცოფის, პათოლოგიურ მორფოლოგიური და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები.

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს ზოონოზურ დაავადებებზე, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ნორმების გათვალისწინებით.

ყოველწლიურად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება, ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებში.

2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშების რაოდენობამ 379 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჩატარებული კვლევების რაოდენობა 413 000-ზე მეტია.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),

სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics