05:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 12:14:24, 1943 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯონ სალივანი - აშშ ყველაფერს გააკეთებს პუტინისა და მისი მთავრობის სტრატეგიული მარცხისთვის

რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის პოტენციურად გამოყენების შესახებ, ბოლო პერიოდში გამწვავდა "დრამატულად უპასუხისმგებლო გზით", მაგრამ ეს ახალი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალოვანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ერთ ადამიანზე- რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. მაგრამ  აშშ ბირთვულ შანტაჟს არ დანებდება და არ მოითმენს ბირთვული იარაღის ჟღარუნსა და ბირთვულ ზღვარზე ყოფნას.

„ეს ომი პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით დაიწყო, და დასრულდება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით. შეერთებული შტატები „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინისა მისი მთავრობისთვის იქნება სტრატეგიული დამარცხება და არა უკრაინაში გამარჯვება,“- აღნიშნა სალივანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითებში ჩარევის შემთხვევაში, რუსეთი მათზე საპასუხო დარტყმებს ელვისებური სისწრაფით მიიტანს. რისთვისაც ყველა საჭირო იარაღი აქვს, რასაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. შესაბამისად არც თავად დააყოვნებს ფიქრს იმაზე, გამოიყენებს თუ არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics