01:36 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 11:36:30, 1563 ნახვა

პოლიტიკა
ნენსი პელოსი - რუსული აგრესიის ფონზე, აშშ-ს კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ   არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ,,საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო - ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ამასთან ერთად, ზურაბიშვილმა სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანთა გატაცებებისა და უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. 

„საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის მიმართ,“ - წერს ნენსი პელოსი Twitter-ზე.

გარდა ამისა, პელოსიმ აღნიშნა ისიც, რომ კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics