19:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 16:00:04, 1135 ნახვა

საზოგადოება
სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით - „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
 უწყების ცნობით, ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით სამჯერ არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

კონფერენციაზე ქვეყანაში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მიღწეული შედეგები განიხილეს. 

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განხორციელებული ინსპექტირებების ანალიზი და სამსახურის სამომავლო გეგმები წარადგინა. ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. გაზრდილი მანდატის ფარგლებში უწყებას მიეცა შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვა. 


შეხვედრას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ევროკავშირის დელეგაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა საერთაშორისო და სოციალური პარტნიორები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics