|
2022-04-27 11:23:46, 696 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქედაში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად ქედის რაიონ სოფელ გობრონეთში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2007 წლიდან ოპერირებს ქედაში. სწორედ მაშინ მიიღო საოჯახო სასტუმრომ პირველი ტურისტიც. „უკვე 15 წელია, წარმატებით გრძელდება ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა. მათი მხარდაჭერით, ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით სასტუმროს რეაბილიტაცია განვახორციელეთ. 2022 წლის ბოლომდე კი, ვგეგმავთ ბიზნესი მეტად გავაფართოვოთ - გავხსნათ ეთნოგრაფიული მუზეუმი და აჭარული ეთნო ეზო, სადაც სტუმრებს და დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სოფლისა და რეგიონის განვითარებისა და ჩვენი წინაპრების განვლილი ცხოვრების ისტორიას“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი, ზებურ ბოლქვაძე. „მოხარული ვართ, რომ წლების მანძილზე გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ ადგილობრივ პროექტს და წვლილი შევიტანოთ ბიზნესის განვითარებაში. საოჯახო სასტუმრო წლის მანძილზე 500-ზე მეტ სტუმარს იღებს და ბიზნესი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას შეუწყოს ხელი, რათა მეტად გაძლიერდეს რეგიონის ეკონომიკა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)