23:51 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 11:51:26, 1305 ნახვა

პოლიტიკა
კრის კუნსი - იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრინებისკენ იყოს პოზიტიური, საჭიროა რეფორმები

დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ არჩევნებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და ძლიერ ეკონომიკას, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კრის კუნსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, აშშ ინვესტიციას სწორედ ამ საკითხებში დებს. 

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციის ფართო სპექტრთან. აშშ მყარად დგას დემოკრატიის გვერდით და დემოკრატია მოითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ქვეყნის უსაფრთხოება. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ ინვესტიციას დებს სწორედ ამ საკითხებში. იმისთვის, რომ გზა ევროკავშირში გაწევრინებისკენ იყოს პოზიტიური საჭიროა გაგრძელდეს რეფორმები,“ - აღნიშნა კრის კუნსმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics