|
2022-04-20 15:55:45, 2068 ნახვა
პოლიტიკა
საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადა ხანგრძლივდება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეხება. როგორც გავრცელებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რაც საჭიროა გამოძიების მიზნისმისაღწევად შეგახსენებთ რომ, ქართველოს პარლამენტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რატი იონათამიშვილმა შეადგინეს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ თავში, კონკრეტულად 1433 მუხლის მე-12 პუნქტში ვადებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეებს მიეკუთნება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება დაკონტროლი ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება და სხვა .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)