|
2022-04-20 15:33:25, 1404 ნახვა
ეკონომიკა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, კოოპერატივების განვითარების და კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ სამინისტროს ხედვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ისაუბრა. „ყველა პროგრამა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, ორიენტირებულია, წაახალისოს კოოპერატივების შექმნა, ფერმერებს და მეწარმეებს დაანახოს გაერთიანების უპირატესობები. ჩვენ ვაანალიზებთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს. პარლამენტის მხრიდან გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების ჩართულობა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კანონმდებლობამ, არსებულმა პროგრამებმა, დონორების დახმარებით განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი ბაზისი შექმნეს და ამავდროულად ძალიან საინტერესო მიგნებების გაკეთების საშუალება გააჩინეს, რომლებიც ერთი მხრივ კომიტეტში დამუშავდა, მეორე მხრივ, ამ საკითხზე, არსებულ გამოწვევებზე აქტიურად მუშაობს როგორც სამინისტრო, ასევე დონორების ნაწილიც, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეფორმა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე წარმატებით განხორციელდება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშებიც მოისმინეს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)