|
2022-04-19 13:16:21, 2830 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს უკრაინასთან ერთად 13 სახელმწიფო გამოიძიებს
უკრაინის გარდა, 13-მა სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს. ირინა ვენედიქტოვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სამართლებრივი გზების მოძიება დაწყებულია. მისი განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტები ომის დანაშაულების დოკუმენტირებისა და გამოძიების მიმართულებით მუშაობენ. „კრემლმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის იურიდიული, დიპლომატიური და ეკონომიკური კუთხით.მსოფლიო საზოგადოება გაერთიანებულია უკრაინაში მომხდარი სისასტიკის გამო რუსეთის პასუხისგებაში მიცემისათვის ყველაზე ეფექტური მექანიზმების მოსაძებნად.ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ახლა ფასდაუდებელია. ექსპერტთა გუნდი აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გვეხმარება ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შევქმენით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი Eurojust-ის პლატფორმაზე. ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის ძალის და ადამიანთა ტანჯვის პოლიტიკას.მსოფლიო საზოგადოებამ ახლა უნდა გააგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა საერთაშორისო პასუხისმგებლობას გულისხმობს",- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)