|
2022-04-18 19:00:10, 1541 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი - რუბლის კურსი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ერთბლივი გეგმა სწრაფი ეკონომიკური დასუსტებისა ჩაიშალა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით,სანქციებმა უარყოფითი გავლენა აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების ეკონომიკებზე იქონია, დააჩქარა ინფლაცია და გააუარესა საშუალო ცხოვრების დონე. "რუსეთმა გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, რასაც მოჰყვა რუბლის გამყარება და ქვეყანას ისტორიულად მაღალი შემოსავალი აქვს საერთაშორისო ვაჭრობიდან - $58 მილიარდი 2022 წლის პირველ კვარტალში". - ამბობს პუტინი. შგახსენებთ, რომ დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად პრეზიდენტი პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. დაიკეტა ევროპის და ამერიკის ცა რუსეთისთვის, მილიონები დაკარგეს ოლიგარქებმა, რეკორდულად გაუფასურდა რუბლი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)