|
2022-04-13 17:50:46, 3555 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ ახალი ანტირუსული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გამოწვევების წინაშე რუსეთიც დგას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ამას ახალ შესაძლებლობად და ვარიანტების გაჩენად აღიქვამს. "დასავლეთის რიგი ქვეყნების უარი ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსებზე, უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელs, გამოიწვია რეალური ენერგეტიკული კრიზისი და აისახა, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში. ფასები და ინფლაცია ყველგან იზრდება, ამ ქვეყნებისთვის ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა,"- განაცხადა პუტინმა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქვეყანას შეეძლება გაზარდოს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შიდა მოხმარება, ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება და ენერგომომარაგების გაზრდა მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ცნობისთვის, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. კერძოდ, შეზღუდვები დაექვემდებარა მსხვილ რუსულ ბანკებს, გაიყინა ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი, ევროკავშირმა აკრძალა სამოქალაქო თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება და მეიჯარეს უბრძანა შეეწყვიტათ ხელშეკრულებები რუსულ ავიახაზებთან. ბევრმა უცხოურმა საწარმომ შეაჩერა სამუშაოები და რუსული ბაზრიდან გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)