13:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 10:51:27, 1483 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - ვროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დღეს ან ხვალ დაამტკიცებს

ევროკავშირი რუსთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მეხუთე პაკეტს, რომელიც ნახშირის იმპორტის აკრძალვასაც გიულისხმობს, ხუთშაბათს ან პარასკევს დაამტკიცებს, - ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, სანქციების მეხუთე პაკეტში ნავთობის ემბარგო არაა მოცემული, თუმცა  ევროკავშირი ამაზე ორშაბათს, 11 აპრილს იმსჯელებს. 

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მეხუთე პაკეტი მოიცავს:

  • რუსეთიდან წელიწადში ოთხი მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა
  • რუსეთის 4 მთავარ ბანკთან, მათ შორის VTB-სთან, ტრანზაქციების აკრძალვა
  • ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემების, ასევე  რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა
  • 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში
  • 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები 
  • ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics