05:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-27 21:44:53, 1122 ნახვა

სამართალი
აქციაზე სადაც საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გამართულ აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას მოჰყვა. 

პოლიციამ საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები "წესრიგის დარღვევის" გამო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დააკავეს.  

ამასთან, გაძვირებული საწვავის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს.

მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics