07:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:38:35, 871 ნახვა

სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა

საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.

„საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აკრედიტაცია მიიღეს  თბილისის ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და  ბათუმის დოკუმენტების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორიამ; 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, კერძოდ: ტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის, მათ შორის ნარკოტიკების და მიკრონაწილაკების ექსპერტიზების მიმართულებით - თბილისში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით - გურჯაანში და ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით - ბათუმში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში  საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსთვის დაგეგმილია შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება და ISO აკრედიტაციის მიღება ავტორიტეტული ამერიკული აკრედიტაციის ორგანოსგან. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში  დამატებითი ლაბორატორიები მოეწყობა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების შენობებში. აგრეთვე, ნივთმტკიცების ახალი საცავი - თბილისში“, -აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics