10:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:30:47, 666 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს

საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო ავრცელებს.

 

"ვაზის გენეტიკრი რესურების მოძიების, შესწავლის, გაცვლის, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების, მცენარეთა გენეტიკური ბანკის მოწყობის ორგანიზების საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ შეხვედრა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ოქსიტანია-მონპელიეს პრეზიდენტთან, სილვენ ლაბესთან გამართეს. ქართულმა მხარემ INRAE-ს ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორთან, სესილი მარშალთან ჯიღაურას კოლექციაში დაცული ჯიშების მენეჯმენტისთვის მონაცემთა ბაზის შექმნის, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების და კვლევების ორგანიზების და განხორციელების, კოლექციებს შორის გენოფონდის გაცვლის საკითხები განიხილა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, მოლეკულური გენეტიკის, მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის, ქსოვილის კულტურის, მცენარეთა გენეტიკური ბანკის და სხვა მიმართულებებით განისაზღვრა.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ქართულმა მხარემ არაერთი შეხვედრა გამართა. " - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics