01:52 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 21:08:34, 744 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის გამარჯვება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის გზას გახსნის

„უკრაინის გამარჯვება გზას გახსნის ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუწყება.

მისივე განცხადებით, მოლდოვაც დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი დაიწყება.

ექსპრეზიდენტის სიტყვით, საქართველოსთვის სოხუმის გზა კიევზე გადის, რომელიც „დღეს, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია“.

„მე მეზიზღება ომი. ომი ნგრევაა, მე კი შენება მიყვარს. ჩვენ არ ვართ ომის პარტია, მაგრამ როდესაც 2008 წელს თავს დაგვესხნენ, ისევე დავიცავით თავი, როგორც ამას გმირულად აკეთებენ ჩემი უკრაინელი თანამოქალაქეები.

მაგრამ მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ დამვიწყებია არც აფხაზეთი და არც ცხინვალი და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის. ასევე, მოლდოვა დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და საერთოდ სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი იქნება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია - ჩემი ქალაქი.

დიდება უკრაინას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics