|
2022-03-08 16:49:42, 793 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის თმენის ვალდებულება აქვს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თბილისში, საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მილიტარისტული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება. როგორც DRI -ის განცხადებაში ვკითხულობთ, აქცია საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობდა მოთხოვნებით: „დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან”, „აიკრძალოს რუსული მედია” და „დაიხუროს ცა რუსეთისთვის!“ ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსული წარმოების პროდუქტები საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით. მათივე ცნობით, პროტესტის მონაწილეები კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავება წინ უსწრებდა პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ფაქტს. შესაბამისად, არგუმენტი, რომ აქციის ორგანიზატორების ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საფუძველს მოკლებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეების პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობით და ძალადობრივი ფორმებით დაკავება კანონშეუსაბამოა. საგანგაშოა ისიც, რომ რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი და რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები დააკავეს. მიგვაჩნია, რომ პოლიცია მკვეთრად რეპრესიულ საპოლიციო ძალას იყენებს ინდივიდუალური
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)