|
2022-03-06 23:34:18, 742 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება - მიუღებელია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, როცა გვბომბავენ
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ქართული რძის კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლების მინიჭების გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. "ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, უკიდურესად მიუღებელია. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა მათ დამატებით რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამ გზით მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელების სისხლით. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელებები, რომლის გავლაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს". – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როსსელხოზნადზორი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)