14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 18:12:31, 546 ნახვა

საზოგადოება
პროექტის დებატები „უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, წარმატებით გრძელდება დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დებატებია და განათლების ინსტიტუტი ავრცელებს.

მათვე ცნობით,  ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა რომ მიუხედავად მუდმივად ცვალებადი, ჰიბრიდული თუ ონლაინ სასწავლო რეჟიმისა, დებატკლუბები სკოლებში მაინც წარმატებულად და სრულფასოვნად აგრძელებენ ფუნქციონირებას. 

„თითოეული კლუბის მუშაობამ და სუპერვიზირებამ კი აჩვენა, რომ მასწავლებლები თანმიმდევრულად მიუყვებიან პროგრამას და მოსწავლეებიც ძალიან მოტივირებულად არიან ჩართული ყველა სახის აქტივობაში. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ არაფორმალური განათლება და მსგავსი ტიპის სკოლის შემდგომი აქტივობები, რომლებიც მაღალი სტანდარტებით არის დაგეგმილი და ორგანიზებული, მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

პროექტის ფარგლებში, წელს უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა და აჭარაში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics