14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 14:10:39, 477 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში  ახორციელებს.

„ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება აფხაზეთთან და დევნილებთან. სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც დევნილთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც  ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ  თანადაფინანსებას გულისხმობს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics