|
2022-02-22 20:38:32, 929 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ
ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო მედიას ხვდება. „სამწუხაროდ ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ეს შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მე ყველაფერს გავაკეთებდი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ ამას ცდილობს, რითიც ძალიან გაბდულად იქცევა. „დარწმუნებული ვარ 2 რამის შესახებ: 1. ძალით ამის გადაჭრის შესაძლებლობა არ გვაქვს. ეს ვალდებულება ერთიანად ვიკისრეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალა არ გამოგვეყენებინა. ერთადერთი დარჩენილი რამ კი, დიპლომატიაა. მე-2 კი, რუსეთს არ გააჩნია ამის სურვილი. რეალური დისკუსია ამის შესახებ არ შემდგარა. საქართველოს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი დიალოგზე დაითანხმოს. ამ შემთხვევაში, დეესკალაცია ნებისმიერი სახის სერიოზული დიალოგის პარალელურ რეჟიმში იქნებოდა გასატარებელი. ეს უნდა მოხდეს საოკუპაციო გზაზე. როდესაც იტაცებენ ხალხს, როცა მავთულხლართები იწევს წინ, როგორ უნდა ვისაუბრო დეესკალაციაზე. არადა, მზად ვართ, როდესაც ამის ნიშნები იქნება. სამწუხაროდ ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ამას ვერ ვხედავ. რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, მე ყველაფერს გავაკეთებდი, მემგონი ამას ცდილობს პრეზიდენტი ზელენსკი და ძალიან გაბედულად იქცება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)