|
2022-02-19 17:24:41, 1241 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია, უწყების მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცლეებს
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით კასპის მერია ინფორმაციას ავრცლეებს. განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "კასპის მუნიციპალიტეტს 2012 წლიდან დღემდე ავტოპარკი არ განუახლებია. დღემდე მერიას ემსახურება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის დროს შესყიდული ავტომანქანები, მათ შორის ,,პრადო“ შეძენილი 2009 წელს, 4,2 ძრავის სიმძლავრით. მისი ძრავის მოცულობის და ექსპუატაციის ხარჯიდან გამომდინარე, ავტომანქანის მომსახურების ხარჯი ყოველთვიურად იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლამდე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დროს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეძენილი მაღალი გამავლობის მანქანები, ძირითადად შეძენისთანავე გადაცემული იყო სხვადახვა ორგანიზაციებზე, რომლებიც შემდეგ მუნიციპალტეტის მერიას დაზიანებული და ამორტიზირებულები დაუბრუნდა. რაც შეეხება ახალი ავტომობილის შესყიდვის საჭიროებას - მუნიციპალიტეტში 26 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ პროექტები ხორციელდება. ამჟამად, საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოჟამში რაც თავისთავად საჭიროებს მონიტორინგს და კონტროლს. ახალი შესასყიდი ავტომანქანა ,,Renault Duster“ არის მაღალი გამავლობის, ორხიდიანი, ეკონომიური (1,6 ბენზინი; 4X4 6 საფეხურიანი მექანიკური, 2022 წლიანი) და მოხმარებული საწვავის რაოდენობას სამჯერ შეამცირებს. ავტომანქანის შესყიდვა ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით CON210000655. მანქანის ღირებულება 53 400 ლარია. " - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)