00:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 00:30:25, 1045 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინელი მილიარდელი ახმეტოვი მარიუპოლში ახალ მეტალურგიულ ქარხანას და უნივერსიტეტს 1 მილიარდ დოლარად აშენებს

უკრაინელი მილიარდელი რინატ ახმეტოვისა და ვადიმ ნოვინსკის "მეტინვესტის" ჯგუფი 1 მილიარდ დოლარს ჩადებს ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიულ საწარმოებში ახალი საწარმოო ობიექტის მშენებლობაში. ამის შესახებ კომპანიის მაჟორიტარმა აქციონერმა ახმეტოვმა ფრონტის ხაზზე ვიზიტისას განაცხადა, წერს SCM-ის პრესსამსახური თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"ჩვენ ვაგრძელებთ მშენებლობას, ვაგრძელებთ ინვესტიციებს. წელს მეტინვესტი ახალ წარმოებაში 1 მილიარდ დოლარს განახორციელებს, ჩვენ ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მარიუპოლს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, ღირსეული ხელფასი და რაც მთავარია ხალხისთვის ბედნიერი ცხოვრება." - განაცხადა მილიარდელმა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ახმეტოვი 6.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და მის საკუთრებაშია System Capital Management JSC, უკრაინის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატი. ახმეტოვი ასევე ფლობს დონეცკის საფეხბურთო კლუბ “შახტარს”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics