18:43 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 12:43:43, 569 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფრიძისთვის მანდატის გაუქმება არის პოლიტიკური რეპრესიების ძალიან აშკარა და ღია მაგალითი

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა არის პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების და მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა მაგალითი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, უმრავლესობის გადაწყვეტილება, ჩამოერთვათ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატი, პოლიტიკური ანგარიშსწორების დადასტურებაა.

„არ შემიძლია გუშინდელი ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გავუსვა ხაზი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, რომ ბადრი ჯაფარიძეს ეღიარებინა დანაშაული, მაშინ მას არ შეუწყდებოდა მანდატი. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა და ღია მაგალითი, იმიტომ რომ, წარმოუდგენელია ასეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა,  როდესაც პირდაპირ და ღიად ამბობს ამას ჩვენი კოლეგის მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics