08:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:42:53, 2681 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია

ჰოსპიტალებში მწოლიარე 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინა და განსაკურებით „ბუსტერი“ ,იცავს ადამანს ყველაზე მთავარისსგან გართულებისა და ფატალური შედეგისგან.

„ჰოსპიტლებში მწოლიარე 6 000 პაციენტიდან, დაახლოებიოთ, 95% აუცრელი გახლავთ. მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან, მაღალი პროცენტი აუცრელია. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა და განსაკუთრებით, „ბუსტერი“, იცავს ადამიანს უფრო მთავარისგან ესაა გართულება, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში და ფატალური გამოსავალი. ამიტომ დღეს ორი მთავარი იარაღი რჩება ომიკრონთან საბრძოლველად, ესაა პირბადე, რომელსაც ჯერ ვერ შეველევით, ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეში, ეს უნდა გახდეს ჯერჯერობით, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი, იმიტომ რომ ომიკრონი და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. ასევე, მეტი ადამიანი მივიდეს და აიცრას, განსაკუთრებით, ვინც ორჯერ აცრილია, ჩაიტაროს „ბუსტერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics