|
2022-02-10 14:40:14, 970 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდვითარება განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. მოხსენება აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. სხდომაზე მინისტრმა კომიტეტის წევრებს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გააცნო. ,,აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია. გასული დღე ღამის განმავლობაში 1876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ კლინიკებში მკურნალობას გადის 758 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 465 მოქალაქე. ონლაინ კლინიკების ქიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 9 565 კოვიდ დადებითი პირი. მობილიზებულია საწოლფონდი, სამედიცინო სექტორი სრულ მზადყოფნაშია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურება დამოკიდებულია მომდევნო დღეების ინფიცირების მაჩვენებელზე" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის განმარტებით აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარებს. დღემდე ჩატარდა 322 050 დოზა ვაქცინა, მათ შორის I დოზით აცრილია მოსახლეობის - 46 %, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის - 60.3 %, II დოზით მოსახლეობის - 40.6 %, 18 წელს ზემოთ - 53,3 %, III/ბუსტერი 18 წელს ზემოთ – 5.4 %. ჯამში ვაქცინირებულია მოსახლეობის სამიზნე კონტიგენტის - 88.9 %. ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის თვის განმავლობაშიც. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)