07:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 13:17:33, 2021 ნახვა

ომი უკრაინაში
ივანე ჩხაიძე - „ომიკრონის“ მეორე ვარიანტის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ხვალ იყოს შემთხვევათა ახალი ანტირეკორდი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის პროგნოზით, ხვალინდელი დღე საქართველოს პანდემიის ისტორიაში კიდევ ერთი ანტირეკორდი იქნება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რეალისტური პროგნოზით, კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ჯერადად გაიზრდება, თუმცა იმედს იტოვებს, რომ 26 000 ინფიცირებული იყო მაქსიმუმი და ქვეყანაში მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა.

„მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებით „ომიკრონის“ მეორე ვარიანტის გამოჩენის ფონზე, რომ ხვალინდელი დღე იქნება კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი ჩვენი ქვეყნის პანდემიის ისტორიაში და შემთხვევების რაოდენობა 26 000-ს გადააჭარბებს. მოლოდინი რაც გვაქვს და შეიძლება იყოს ყველაზე რეალისტური, არის შემთხვევების 5-ჯერადი ზრდა არდე არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს არის 30 000 ინფიცირებული ადამიანი.

იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვლის 26 000 შემთხვევა იყო მაქსიმუმი და ხვალინდელი ციფრი იქნება უფრო ნაკლები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული ალბათობით ვთქვათ, რომ საქართველოში მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics