00:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 11:10:28, 738 ნახვა

საზოგადოება
მინდელის შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 პირი კლინიკაშია გადაყვანილი, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაშია

ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამთენისას გადმოიყვანეს.

როგორც პაციენტის ოჯახის წევრი აცხადებს ერთ-ერთ პაციენტს  სხეულის 60%-იანი დამწვარობა აქვს. 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით,  დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სამი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.

"დღეს გამთენისას გადმოყვანილია 8 პაციენტი,  3 მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია,  ისინი  მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 5 მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში და მათი მდგომარება მეტნაკლებად სტაბილურია,  გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ ტრამვული დაზიანებები,  რაც სავარაუდოდ აფეთქებამ გამოიწვია." - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics