03:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 13:51:37, 666 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - სამთო კურორტებზე დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია, დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება

დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია დამატებითი შეზღუდვები სამთო კურორტებზე არ იგეგმება. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - თქვა ნათია თურნავამ.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციები.

„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics