19:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 12:39:38, 1166 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვის გამორჩეულად ძლიერი დინამიკის ფონზე, რადგან წლიური მაჩვენებლები კვლავ მაღალია და 2019 წელთან შედარებითაც ტენდენცია მზარდია.

სრული 2021 წლისთვის, წ/წ 26.9%-იანი და წ/წ 25.1%-იანი ზრდით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებმა აშშ დოლარში 2019 წლის დონეს, შესაბამისად, 11.7%-ით და 5.9%-ით გადააჭარბა. დეკემბრის ვაჭრობის დეტალური და ასევე ტურიზმისა და გზავნილების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შეფასებით, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება, გზავნილების დინამიკა კი ძლიერ ტენდენციას ინარჩუნებს. მე-4 კვარტალში, წინა კვარტლის მსგავსად, საქონლით ვაჭრობის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ლარის მხრივ აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია. უფრო მეტიც, იმავე პერიოდის რეალური მშპ-ით შესწორების შემდეგ, ლარის ფართო ფულის მატების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 17 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics