03:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 15:27:27, 4536 ნახვა

ომი უკრაინაში
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი - კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში მზად იქნება

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად.

როგორც ბურლამ ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, დოზების წარმოება უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, აღნიშნული ვაქცინა სხვა ამ დრომდე არსებული შტამების წინაღმდეგაც იქნება ეფექტური. ამასთანავე,  ბურლამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენად აუცილებელი იქნება ზემოხსენებული ვაქცინის გამოყენება და როგორ მოხდება მისი მოხმარება, თუმცა კომპანიას დოზები მზად ექნება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების მის მიღებას გამოსვლისთანავე ელოდებიან.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც გვაქვს მიზნად. შევქმნით ისეთ ვაქცინას, რომელიც ინფექციების გავრცელების წინააღმდეგაც ეფექტური იქნება, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების წინააღმდეგ მესამე დოზით აცრის შემთხვევაში უკვე არსებული ვაქცინებიც ეფექტური“, - განაცხადა „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics