05:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 16:10:25, 1062 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია მოშიმშილეებზე - გადაწყვეტილება, რომ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, იმსახურებს სოლიდარობას

გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. -  ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესის წარმართვა პოლიტიკური ბრძოლაა.

„ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა. გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. ეს არის ფორმა, რომელიც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ, რომ ამან მოიტანოს შედეგი, რომ გადაიჭრას მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics