12:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 17:12:08, 711 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შტუტგატის მიმართულებით ახალი რეისი ემატება

შტუტგარტი - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით,  გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარმატებით დაასრულდა. 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია  Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალს აფართოვებს. დუსელდორფის შემდეგ ოპერირებას თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყებს. ჩვენ ავიაკომპანიასთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა საავიაციო ფორუმ Routes Europe 2021-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულების დამატება. დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, შტუტგარტის მიმართულებაც დაემატა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია,-’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics