|
2021-12-20 15:39:05, 2363 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ეროვნული გვარდია 31 წლისაა
საქართველოს ეროვნულ გვარდიას 31 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ კი, 2021 წელს ეროვნული გვარდიის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მოკლევადიან და გრძელვადიან კონცეპტუალურ დოკუმენტებში ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ოფიცრებს გადაეცათ საშტატო იარაღიც. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს „ღირსეული გვარდიელის“ სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)