05:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 09:43:21, 816 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობას შეხვდა

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორთან ერთად, სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად მიეწოდებინათ როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სოფლის საჭიროებები, მოსახლეობის ინდივიდუალური თუ ყოფითი პრობლემები, ერთობლივად ემსჯელათ მათი მოგვარების გზებზე და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ადგილზე მოესმინათ. მინისტრმა შეხვედრებზე ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.

ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტან ბერიძესთან ერთად, სოფელ ვერნებსა და წაბლანაში სტიქიური კერები ადგილზე მოინახულა და ადგილობრივებს კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაპირდა, როგორც სსვა უწყებებთან შუამდგომლობის, ასევე სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics