15:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 17:12:31, 562 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე იტალიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ მარტა კარტაბიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც. ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. იგეგმება, აგრეთვე, ორი ქვეყნის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ იტალიის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სამ სესიაზე. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics