|
2021-12-13 16:59:37, 2329 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურთან შეხვედრა გამართა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი. იორდანელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის გაერთიანებული შტაბის მეთაურს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და იორდანიის მისწრაფებებს გაუსვეს ხაზი და ყურადღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებსა და ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს. შეხვედრის ბოლოს ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. "საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც იორდანელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორობის ფორმატში (EOP) საქართველოსა და იორდანიის გაფართოებული შესაძლებლობები განიხილეს. დღესვე, ქართველმა და იორდანელმა გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იორდანიის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. სტუმრები სსსტც “დელტასაც” მოინახულებენ და საქართველოს სამხედრო სამრეწველო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან." - ნათქვამია ინფორმაციაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)