|
2021-12-10 20:12:57, 731 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს. ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ამას ყველა ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ, მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა. რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. 24 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)