16:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 16:21:25, 688 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ პარტნიორობას წარმატებით აგრძელებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, 12 დეკემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ.

გასული წლის საუკეთესო წიგნებს სპეციალურად შერჩეული ჟიური დაასახელებს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზსა და 2500 ლარიან ფულად პრემიას  მიიღებს.

სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე ეწვევა.

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი  „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12 დეკემბერს  გაიმართება.

თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ფესტივალზე მისულ სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე სპეციალური ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული და საინტერესო აქტივობები ელით. როგორიცაა: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics