22:19 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:40:24, 474 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

მისი თქმით, არასწორია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

„მიხეილ სააკაშვილი  ჩვეულებრივი კრიმინალია. ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. არავის უხარია მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი ბრალდებულის დაპატიმრება, მაგრამ როდესაც მის უკან დგას დანაშაულები, რაც საქართველოს მოსახლეობას აკადრა, სხვანაირად შეუძლებელია. არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს. რაც შეეხება შერიგებას, აქამდე რომ მიხვიდე, უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება და შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ?! პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან შეწყალებას სთხოვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics