17:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 12:30:44, 459 ნახვა

საზოგადოება
სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცლეებს.

უწყების ცნობით, ვაჟა სირაძემ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს და დელეგაციის წევრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა, განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ავტომობილები და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. სომეხმა სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრიც მოინახულეს, სადაც იმ სერვისებს გაეცნენ, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს „ერთი სარკმლის პრინციპით“ შეუძლიათ.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი და დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს და შსს-ს აკადემიას ეწვევიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics