|
2021-12-07 17:40:08, 570 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: გვინდა, რომ სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია, იყოს სრულად მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ძველ თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით, მუშაობას მომდევნო წლებშიც აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ძველ თბილისში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: გორგასალის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, ნარიყალას ციხისა და ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია. „რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გეგმაშია გორგასალის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰა ტერიტორიაზე გაშენება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, ბარათაშვილის გალავანს, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს; ჩუღურეთში, განახლდება აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ბაღები. ეს გაზრდის თბილისის ტურისტულ პოტენციალს, გააძვირებს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, გაზრდის მათ შემოსავლებს და ამავდროულად, ძველ თბილისში გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, სიმდიდრე, რომელიც დედაქალაქს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, სრულად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება. „მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შეძლო ორბელიანის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია თავისი მიმდებარე ქუჩებით; გუდიაშვილის მოედანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და მიზიდულობის ცენტრი ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და გვინდა, რომ ეს სიმდიდრე, რომელიც თბილისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)