20:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 21:37:47, 743 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დედა და 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ

თბილისში, ქეთევან წამებბულის ქუჩაზე დედა და 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ. ინფორმაციას თბილისი ენერჯიში ადასტურებენ.  

კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილებთან ერთად არ იყვნენ მათი ოჯახის წევრები, ისინი ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ.

ტრაგედიის ადგილზე არიან "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები. კომპანიაში ფორმულას უთხრეს, რომ ბინაში არაერთი დარღვევა ფიქსირდებოდა.

"გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი", - განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics