19:45 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 13:04:51, 600 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი პროკურორს - ბინძურო მატყუარა

ბინძურო მატყუარა, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს.

„ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს.

აღნიშნული სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხის გაფლანგვის  ე.წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ორივე ბრალდებული ესწრება. პროკურატურა მათ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics